საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. საღამო აშშ-ის თავდაცვის ატაშეს ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობისა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების ხაზგასმის ნიშნად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშეს მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა უილიამ კონერმა თავდაცვის მინისტრს საჩუქარი გადასცეს.
ამერიკელმა დიპლომატებმა ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს და მინისტრს ტრანსფორმაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს.
მიღებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
დიპლომატიური ურთიერთობების პარალელურად, საქართველო და აშშ თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ. აშშ-ის ევროპულ სარდლობას საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჰოჰენფელზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრი აშენდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.