მთაწმინდის პანთეონში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
24-04-2017, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ახალი ტრადიცია დაინერგა. წელს პირველად, წიგნის დღე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში აღინიშნა, სადაც თანამედროვე ქართველმა მწერლებმა პანთეონში დაკრძალულ ავტორებსა და მათ წიგნებზე ისაუბრეს.

 

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, წიგნის დღისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობები „არტანუჯი“ და „ინტელექტი. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრო. 

 

 

„დღეს ძალიან განსხვავებული და საინტერესო დღე არის მთაწმინდის პანთეონში, სადაც ყველასთვის ცნობილი ქართველი მწერლები საუბრობენ პანთეონში განსვენებული ცნობილი ადამიანების შემოქმედებაზე. ეს არის ძალიან კარგი გზა იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ამოვიდეთ პანთეონში და თბილისს ზემოდან გადავხედოთ და, მეორე მხრივ, ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ახლობელია“, განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

 


წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რატი ამაღლობელის მიერ გალაკტიონზე საუბრით დაიწყო და ეთერ თათარაიძის ვაჟა-ფშაველაზე წაკითხული ლექციით დასრულდა.

 

 

ლევან ბერძენიშვილმა და დავით ტურაშვილმა მიხეილ ჯავახიშვილისა და ბაჩანა ბრეგვაძის შემოქმედებაზე ისაუბრეს. აკაკი წერეთლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ლექციები კი გიორგი კეკელიძემ და სანდრო ლორთქიფანიძემ წაიკითხეს.

 


ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე სპეციალური ფასდაკლებით წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი