საქართველოს დედაქალაქი 26-29 მაისს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს. ღონისძიებას ნატოს 28 წევრი, 20-ზე მეტი ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის საორგანიზაციო საკითხების გაცნობის მიზნით, საქართველოს სამუშაო ვიზიტად ეწვია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი ეწვია, რომელმაც შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ უცხოელ სტუმართან საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება და მოსახლეობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს.
დევიდ ჰობსი დღესვე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ეწვევა და მისიის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.