„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რისი კიდევ ერთი გამოვლინებაც არის ირაკლი ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების აბსურდული ბრალდებით. აშკარაა, რომ რეჟიმი რეპრესიების ახალი ტალღით ცდილობს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების გადაფარვას.
ირაკლი ჩხვირკია პარტიული განაწესის დარღვევის გამო აღარ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა ერთია პარტიული დისციპლინის დარღვევა და მეორე - სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, რაშიც მას ივანიშვილის პროკურატურა ბრალს სდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირველივე დღიდან ცდილობდნენ ამ მოვლენების პოლიტიზებას და მათ გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ.
ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას", ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.