საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ, საუბარი ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღმავებას, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობას და გაძლიერებას შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკაშირებულ საკითხებს.
„ვისაუბრეთ სამმხრივ შეხვედრებზე - თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოების ერთობლივ მემორანდუმზე.
განვიხილეთ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შედგება საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა, და ასევე, მაისში, „ბი სე კი-ს“ ფორუმის ფორმატში საუბარი იქნება სამმხრივ თანამშრომლობებთან დაკავშირებით”, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.