სამტრედიაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაში მონაწილეობა გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
„დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება კვირეული სახელწოდებით „დავალაგოთ საქართველო“.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სამტრედიის მე–9 ბაგა–ბაღმა მოაწყო გამწვანების აქცია და თემატური საზეიმო ღონისძიება. საბავშო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად, გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქციის შემდგომ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ", აღნიშნულია სამტრედიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.