საქართველოში ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული საკითხები შეაფასეს და თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რეგიონულ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობა და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ და სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუმ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ დაგეგმილი შეხვედრა ხელს სტრატეგიული კავშირებისა და თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს.
შეხვედრას მინისტრის პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქული დელეგაციის წევრები და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.