საფრანგეთის დამარცხებული მთავარი პარტიები ემანუელ მაკრონის გარშემო გაერთიანდნენ, რათა არ დაუშვან ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში.
როგორც BBC იუწყება, მე-3 ადგილზე გასულმა „რესპუბლიკელმა“ ფრანსუა ფიონმა (19.9%) და „სოციალისტმა“ ბენუა ამონმა (6.4%) დაჟინებით მოუწოდეს მხარდამჭერებს, რომ 7 მაისს ხმა მაკრონს მისცენ.
პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც ასევე განაცხადა, რომ იგი ხმას მაკრონს მისცემს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ათეული წლის განმავლობაში საფრანგეთის მემარცხენე ფრთის და მემარჯვენე ფრთის მთავარი პარტიებიდან არც ერთს არ დარჩა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში.
როგორც BBC იუწყება, ხმების 97%-ს დათვლის შედეგად, მაკრონმა 23.8%, ხოლო ლე პენმა 21.5% მიიღო. სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის 7 მაისს, მე-2 ტურში.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები, 4 დღის წინათ პარიზში პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უმაღლესი ზომების პირობებში გაიმართა. არჩევნების უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაახლოებით 50 000 პოლიციელი და 7 000 ჯარისკაცი იყო განლაგებული.
საარჩევნო უბნები საფრანგეთში კვირას, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა, ამავე დროს, საზღვარგარეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე ხმის მიცემა შაბათს დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
არჩევნებში ერთმანეთს მეტოქეობას 11 კანდიდატი უწევდა, თუმცა, როგორც BBC იუწყებოდა, პრეზიდენტობის შანსი მათგან 4 კანდიდატს ჰქონდა - „კონსერვატორების“ წარმომადგენელ ფრანსუა ფიონს, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს, „ლიბერალ-ცენტრისტს“, ემანუელ მაკრონს და ულტრა-მემარცხენე ჯინ-ლუს მელენშონს.
საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური თემა ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო.
BBC არჩევნების დღეს, კვირას, დილიდანვე წერდა, რომ სრული გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი მხარდაჭერის მოპოვების შანსი არც ერთ კანდიდატს არ ჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.