თერჯოლისა და ტყიბულის გაერთინებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და პატრონაჟით 22-23 აპრილს ტყიბულსა და თერჯოლაში უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევები და კონსულტაციები თბილისის „პედიატრიული პრივატ კლინიკის“ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

მათივე ცნობით, აქციაზე მისულ ადგილობრივებს შემდეგი პროფილის ექიმები ემსახურებოდნენ: ნეონატოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ქირურგი,ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი ნეფროლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი და ექოსკოპისტი.
ორივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამედიცინო მომსახურეობით 1500- ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.