ეკონომიკური დანაშაულისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, ისეთი ქმედებებისთვის კი, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უქმდება.
აღნიშნული ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.
„საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.
ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა - უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა, ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა გიორგი გახარიამ.
პაკეტი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობის 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდა. ასევე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. მაგალითად, ეს არის სასაქონლო ზედნადებთან, არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ....
სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ.
ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს", განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.