გიორგი კვირიკაშვილი: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია
25-04-2017, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

 

 

„ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ გასულ კვირას, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი; საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ინდივიდუალური მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ურთულეს ბრძოლაში - ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დიდოსტატი ნანა ძაგნიძე - ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე;

 


პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავე ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის.

 


22-23 აპრილს საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოს ევროპის ჩემპიონატი და ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 3 ოქროს მედალია.

 


საქართველოს ნაკრების წევრმა, კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა კი, ურთულეს ბრძოლაში, საფრანგეთში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა.

 


სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. „Check in Georgia Sport”-ის კომპონენტის ფარგლებში საქართველო წელს 13 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი