საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიაში გაუარესებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც".
მიშველაძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაუარესება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესის შეცვალასა და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შენარჩუნებაში გამოიხატება.
პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ასუსტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.