აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების კადეტების, ბესარიონ გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი ჯეი ჯონსონი, კადეტთა ოჯახის წევრები და აშშ-ის სანაპირო დაცვის მეთაური, ადმირალი პოლ ზუკუნფტი დაესწრნენ.
აშშ-ის დიპლომატიური მისია კიდევ ერთხელ უსამძიმრებს კადეტების – გორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ნიუ-ორკში საქართველოს გენერალური კონსული და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი და სამხედრო ატაშე დაესწრნენ.
ღონისძიებაზე დასასწრებად აკადემიის ადმინისტრაციამ სპეციალურად საქართველოდან სოსო მაკარიძისა და ბესიკ გორჯოლაძის მშობლებიც მიიწვია, რომლებიც ამერიკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
2015 წლის 7 მარტს ქართველი კურსანტები: სოსო მაკარიძე და ბესიკ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. სამხედრო კურსანტები საქართველოში 12 მარტს ჩამოასვენეს და იმავე დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამხედრო კურსანტები სამშობლოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.