საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ნებისმიერი ტიპის ცვლილებები შეიძლება შევიდეს და ეს დამოკიდებული იქნება საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვებზე. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საპარლამენტო განხილვები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება.
„ჩატარდება საყოველთაო-სახალხო განხილვა. ეს განხილვა არის პარლამენტის ექსკლუზიური პრეროგატივა კანონმდებლობის და კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი დღის წესრიგით. ჩატარდება საყოველთაო-სახალხო განხილვა და ამ განხილვის საფუძველზე, საბოლოო ჯამში მომზადდება ის დოკუმენტი, რომელსაც კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტში“, განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.