საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი რევაზ გაგუა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ცნობილი ქართველი ექიმი კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს. პროფესორის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
რევაზ გაგუა 1945 წელს ქალაქ ფოთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.
1969–1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970–1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1975წწ.
მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალოზატორული წინადადება. 1989 წლიდან სიკვდილამდე ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი იყო. გახლდათ ექიმი ქირურგი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციია თემა - "ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო", დაიცვა 1991 წელს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რევაზ გაგუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„71 წლის ასაკში, გარდაიცვალა პროფესორი რევაზ გაგუა. ჯანდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს. რევაზ გაგუა იყო საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული პრემიების ლაურეატი", აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს სამძიმრის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.