ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოადგილე ნუგზარ ცინცაძესთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა გამგებელმა გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა, სადაც მან მოსახლეობას ის პროექტები გააცნო, რაც გვიმბალაურში განხორციელდა.
აღნიშნულ თემში გამგებელმა სოციალურად შეჭირვებულ ორ ოჯახს საჩუქრად საკვები პროდუქტებიც გადასცა.
„ეს არ არის ერთჯერადი აქცია და მსგავსი საჩუქრები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულებსაც გადაეცემათ“, აცხადებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.