გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით სასწავლებლების ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.
უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრა საჩხერისა და ჭიათურის საჯარო სკოლებში გაიმართა. სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან ერთად, პირველი კურსის კადეტებმა - მარეხი მუშკუდიანმა და ვლადიმერ ჩხაიძემ მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ლიცეუმში სწავლის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გოგონებმა გამოხატეს. მათი შეკითხვები, ძირითადად, ფიზიკური მომზადების სირთულეებს შეეხებოდა. მოსწავლეებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით პასუხები ლიცეუმის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ ქალთამზე მელქაძემ გასცა. სამხედრო წესებზე, დისციპლინასა და სწავლებაზე კი, დეტალური ინფორმაცია ახალგაზრდებს ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა იაკობ მარუაშვილმა მიაწოდა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე ჰქონდათ გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ფოთსა და ტყიბულში.
საინფორმაციო შეხვედრები ასევე, დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სკოლის მოსწავლეებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.