ამერიკული დღეების ფარგლებში, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა მოეწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშე პიტერ ტიდი და ამერიკის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი გიორგი გაბუნია მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

(ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშე პიტერ ტიდი)
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში პიტერ ტიდმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის შესახებ, რომელიც სქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება.
„პროგრამა სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ ზრდას, დაეხმარება გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და მოემზადონ დიდი ცვლილებებისთვის. შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა“, ნათქვამია მესტიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში ასევე ჰოლივუდის ფილმების Bodyguard-ის და Batman-ის ჩვენება გაიმართა. შეხვედრის ბოლოს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად სხვადასხვა სახის ინგლისურენოვანი ლიტერატურა გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.