გერმანია შესაძლოა ავტორიტარიზმს დაუბრუნდეს, თუკი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდება, განაცხადა მე-2 მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთის გუბერნატორ-გენერლის, ჰანს ფრანკის შვილმა BBC-ის გადაცემა „Hardtalk“ -ში სტუმრობისას.
„ვიდრე ჩვენი ეკონომიკა არის შესანიშნავ მდგომარეობაში, და ვიდრე ჩვენ ფულს ვაკეთებთ, ყველაფერი ძალიან დემოკრატიულია“, თქვა ნიკლას ფრანკმა, მაგრამ „თუკი ჩვენ 5-10 წელი მძიმე ეკონომიკური პრობლემები დაგვიდგა, ჭაობი დაგროვდება - ტბად და ზღვად გადაიქცევა და კვლავ ყველაფერს ჩაყლაპავს“, დაამატა მან.
ნიკლას ფრანკმა განაცხადა, რომ მას „ეზიზღება“ მამამისი იმ დანაშაულებების გამო, რაც მან 1939-1945 წლებში, პოლონეთის გუბერნატორ-გენერლობის დროს ჩაიდინა.
ჰანს ფრანკი სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის ნიურნბერგის პროცესზე გასამართლა და 1946 წელს სიკვდილით დაისაჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.