ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მესაზღვრეები გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან
03-04-2015, 06:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მესაზღვრეებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები შექმნა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის: “ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

 
“მოგეხსენებათ, რომ ქვემო ქართლი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სასაზღვრო რეგიონია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მესაზღვრეებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შესაქმნელად და ისინი გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან. მართლაც ძალინ მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება. ჩვენი ძალისხმევით რეგიონში გაიხსნა სასაზღვრო პოლიციის ახალი შენობები. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შენობები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

 
პრემიერმა ისაუბრა სასჯელაღსრულების სისტემაში გადადგმულ ნაბიჯებზეც. მისი თქმით, მთავრობამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა ვითარების გამოსწორება სასჯელაღსრულების სისტემაში.

 
“ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოთხი დაწესებულება. ჩვენ ოთხივე დაწესებულებაში განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩატარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. რაც შეეხება სიახლეებს იუსტიციის სფეროში, – სულ რამდენიმე დღეში ქვემო ქართლში, რუსთავში გაიხსნება ქვემო ქართლის რეგიონალური არქივი”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი