თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
26-04-2017, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

 

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები 47 მისამართზე ხორციელდება. გურამიშვილის გამზ. #48-50-ში მიმდინარე პროექტებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებლთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

 


„გურამიშვილის გამზ. #50-ში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სახურავის რეაბილიტაცია 1685 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამავე მისამართზე უკვე გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. პარალელურად, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება. რაც შეეხება გურამიშვილის #48-ს, აქ გამგეობის დაფინანსებით, იცვლება კანალიზაციის შიდა ქსელი. უახლოეს მომავალში კი დაიწყება კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია.

 


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 657 232 ლარია. 2017 წლის იანვრიდან დღემდე ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 53 კორპუსში განხორციელდა. დასრულებული პროექტების მთლიანი ღირებულება 547 560 ლარია" ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი