გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრზე მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-გერმანიის თანამსრომლობის მიმდინარე საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანიის მნიშვნელოვან როლს და წვლილს ქვეყნის განვითარების პროცესში. მან განსაკუთრებით გამოყო წლების განმალობაში გერმანიის მიერ განხორციელებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებები და აღნიშნა, რომ გერმანია დღეს საქართველოს მეორე დონორი სახელმწიფოა. ხაზი გაესვა თანამშრომლობას განათლების სფეროში, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების გაცემის რაოდენობის მხრივ.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ დიასპორულ ორგანიზაციებს გააცნო დიასპორასთან უერთიერთობის სტრატეგია, რომლის დევიზია „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“.
მინისტრის განცხადებით, სტრატეგია პირველად შემუშავდა და დოკუმენტი ორიენტირებულია პრაქტიკულ და კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორის აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში, დაეხმარება დიასპორას ადგილსამყოფელ ქვეყნებში საკუთარი ყოფისა და მდგომარეობის გაძლიერებაში და ხელს შეიწყობს დიასპორის აქტიურ მონაწილეობას საზღვარგარეთ საქართველოს და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან, ექსპერტულ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავად დიასპორის წარმომადგენლებთან, რათა დოკუმენტში მაქსიმალურად იქნას ასახული დიასპორის საჭიროებები და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული დიასპორის გაძლიერების გზები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.