მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდა
26-04-2017, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფერ ჰოისგენთან გაიმართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, კანცლერის მრჩეველთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო - გერმანიას შორის წლების განმალობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც წარმატებით ვლინდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობით.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ბერლინის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაში. თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ გაწეული შთამბეჭდავი პროგრესი და საქართველოს მნიშვნელოვანი ტრანსპორმაცია, რაც მას ვეროპული ოჯახის ღირსეულ წევრად აქცევს.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველლოს ოკუპირეებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. გერმანულმა მხარემ საქართველოს აღუთქვა მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარდაჭერის პროცესში და დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ვითარების დეესკალაციის და ომით დაშორიშორებულ მოსხლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესისდამი.

 

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული შეფასება მისცეს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობას ორი ქვეყნის, როგორც პოლიტიკუსი, ასევე ხალხთაშორისო და კულტურული დაახლოების მხრივ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი