საქართველოსა და რუმინეთის მთავრობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრების ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.
ხაზი გაესვა თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ და სატრანზიტო ურთიერთობებზე, ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბიზნესწრეების დაახლოების მნიშვნელობაზე.
გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართება.
ქართულმა მხარემ რუმინეთის მთავრობის წევრებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიზანი ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა.
მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე.
რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და მიესალმა საქართველოს მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების კუთხით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.