პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა მთავრობის მმართველობის დროს რეგიონებს ისეთი ყურადღება არ ექცეოდა, როგორიც ამ ბოლო ორ წელიწადში.
როგორც პრემიერმა ქვემო ქართლში რეგიონების განვითარების ახალი პროექტის პრეზენტაციისას აღნიშნა, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ბოლო ორ წელიწადში გადადგმული ნაბიჯებით პრობლემები არ მოგვარებულა და ბიზნესმენებს, რეგიონებში არსებული რესურსების ათვისებასა და არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩართვისკენ მოუწოდა.
“არის უამრავი რესურსი, პოტენციალი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიყენებთ. ამიტომ ამ რესურსებს ერთობლივი ძალისხმევით ათვისება სჭირდება. საჭიროა მთავრობა უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონების პრობლემების მოგვარებაში, თუმცა რა თქმა უნდა თქვენს გარეშე, ბიზნესმენების გარეშე ამ პრობლემებს ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ამიტომ საჭიროა ჩვენი ძალების გაერთიანება, რომ უფრო ეფექტურად, დროულად გადავჭრათ ეს პრობლემები და ამ პროექტის დაწყებით ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი ფეხზე დავაყენოთ. ქვემო ქართლში ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენი ძალისხმევის შედეგია, რომ აქ, ქვემო ქართლში, მხოლოდ გასულ წელს 47 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს ინვესტიციები ჩაიდო გადამმუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში. თუმცა, ახალი პროექტის პრეზენტაციამდე მე მინდა ვისაუბრო იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა ამ რეგიონში.დავიწყებ სოფლის მეურნეობით, რომელიც ძალიან პერსპექტიული დარგია ქვემო ქართლში. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში ჩვენ გავეცით 5 500-მდე სესხი, რომელთა საერთო ღირებულება 114 მილიონ ლარზე მეტია. ამავე პროექტის ფარგლებში დავაფინანსეთ 18 ახალისაწარმო და ამისათვის 9 მილიონ ლარზე მეტი გავეცით. გარდა ამისა, სახელმწიფოს დახმარებით რეგიონში გადაიარაღებულია 89 საწარმო და ამისათვის გაცემულია 18 მილიონ ლარზე მეტი", განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.