„1992 წლის აპრილში გერმანიამ პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და პირველი საელჩო გახსნა თბილისში. საქართველოს მოსახლეობა იმ დროიდან მოყოლებული და მანამდეც ევროპაზეა ორიენტირებული - იმ დროს როცა ევროპის ერთიანობას შიგნიდან ჰყავს სკეპტიკოსები, ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ხანდახან ევროპის გარეთ ევროპას უფრო აფასებენ ვიდრე თავად ევროპაში. ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და ვაფასებთ იმ დიდ ძალისხმევას, რაც რეფორმების გატარების კუთხით საქართველომ გასწია,“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გნაცხადება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა საქართველო-გერმანიის გახსნის ცერემონიის წინ, ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზიგმარ გაბრიელმა განსაკუთრებით აღნიშნა და საქართველო-ევროკავშირის ერთობლივ წარმატებად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის და აღნიშნა ქართველი სამხედროების სიმამაცე ავღანეთში მაზარ-ი-შარიფის ბაზაზე.
„ბევრმა გერმანიაში, ალბათ, არც კი იცის, რომ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე ტერორისტული თავდასხმის დროს სწორედ ქართველი ჯარისკაცები იყვნენ ისინი, ვინც გერმანელებს პირველი დახმარება აღმოუჩინეს, ამისათვის განსაკუთრებით დიდ მადლობას გიხდით და მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯაროდ, ხმამაღლაც განვაცხადოთ. განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხანდახან გვავიწყდება, რომ რთულ ვითარებაში ჩვენც გვეხმარებიან. ის, რომ ამ შემთხვევაში საქართველო დაგვეხმარა, განსაკუთრებით სასიხარულოა", განაცხადა გაბრიელმა.
ზიგმარ გაბრიელმა ასევე საქართველო-გერმანიის წლის შესახებ ისაუბრა, რომელიც ორი ქვეყნის მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ საზეიმოდ გახსნეს. საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საიუბილეო წელი 12 თვის ნაცვლად 18 თვეს გასტანს. „საქართველო-გერმანიის წელი უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ვიდრე 12 თვე. 18 თვის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიაში 130-ზე მეტი საერთო ღონისძიება და პროექტი ჩატარდება. მხოლოდ ეს აჩვენებს თუ რამდენად მრავალფეროვანი და მდიდარია ჩვენი ურთიერთობები. წინ ძალიან საინტერესო წელი გველოდება", აღნიშნა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.