„ნაციონალური მოძრაობისთვის" დამახასიათებელია სიცრუის, ტყუილების ტირაჟირება, ცილისწამება არის მათი პოლიტიკური სტრატეგია", აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
სესიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სარჩელის შესატანად, მთავარ პროკურატურაში მივიდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ", მისმა წარმომადგენელმა მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ თითქოს ჩემს შვილს დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და მეტიც, სამართალდამცავებმა თითქოს მიჩქმალეს აღნიშნული საქმე. ამიტომ, მე მოვედი დღეს პროკურატურაში და მივმართავ პროკურატურას, რომ ერთი მხრივ, ფაქტი გამოიძიონ, რომ საზოგადოებამ სიმართლე ნახოს და გაიგოს. გაიგოს ის სიმართლე, რომ ჩემს შვილს, რა თქმა უნდა, არ და ვერ ექნებოდა ვერანაირი კავშირი, ასე ვთქვათ, ამ ქურდობასთან და მეორე მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ამ ცრუ დასმენაზე", განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს და დეპუტატის შვილი, დავით სესიაშვილი 2015 წელს ჩადენილი ქურდობის თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.