იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე ეხმაურება.
მოსამართლე მიიჩნევს, რომ „დასაშვები ზღვარი აუცილებლად უნდა იყოს, თუმცა ზღვარზე რა თქმა უნდა, სამუშაოა".
მისი განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს და ასეთი კანონი ბევრ ქვეყანაშია მიღებული.
„არ შეიძლება მოსამართლე მოიხსენიო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უცენზურო სიტყვებით, შეურაცხმყოფელი, ცინიკური გამონათქვამებით, რადგან მხარეებს ერთმანეთთან ბრძოლის საშუალება აქვთ, პირველი ინსტანციის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში და ასევე საერთაშორისო სასამართლოში”, აცხადებს გიორგი ებანოიძე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას განცხადებით მიმართა. საბჭო მიიჩნევს, რომ „სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან". მათივე აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე, "უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.