ირაკლი ღარიბაშვილი: რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღება არის კატასტროფა, პირდაპირ დივერსია
03-04-2015, 07:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება.

 
როგორც ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, 4 500 ლარის დავალიანების გამო საწარმო დაყადაღებულია. ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, უგუნური, დივერსიული და ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე განმარტებებისთვის.

 
“აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დაყადაღებული. 4500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2500 ადგილობრივი მოსახლე. მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს, პასუხი აგოს 2 500 ოჯახის წინაშე და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით. მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. თუ არსებობს კანონდარღვევა, გთხოვთ გამოიძიოთ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შეუძლიათ გაარკვიონ, მაგრამ არა ისე, რომ 4 500 ლარის დავალიანების გამო მთელი ქარხანა გააჩერო”, – განაცხადა პრემიერმა.

 
მისივე თქმით, მარაგი დარჩენილია 15 აპრილამდე, ამის შემდეგ კი არსებობს საფრთხე, რომ ეს ქარხანა გაჩერდეს.

 
“არ ვერევით და არც ერთი არ მისცემს თავს უფლებას, რომ ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მივმართავ იმ ადამიანს, ვინც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის მარტივი საკითხი. თუ ამ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, მას მარტივადაც შეუძლია გადაიხადოს. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ გააკეთონ მკაცრი რეაგირება. არც ერთი მოხელე, არც პრემიერ-მინისტრი, არც მოსამართლე, არც პრეზიდენტი არ დგას კანონზე მაღლა. ეს ყველას უნდა ახსოვდეს კარგად და ყველას მოეთხოვება პასუხი ერთი სავარაუდოდ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი