რამდენიმე თვეში თბილისს „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ ექნება, თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ჩეხეთის საელჩოში, „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ მიმდინარეობის შესახებ, სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა.
ლექვინაძის თქმით, ქალაქის ძირითადი გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ, სწორი ურბანული, გარემოსდაცვითი დაგეგმარება და მართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქალაქის ეფექტიანი და ქმედითი მართვისთვის გარემოს მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა აუცილებელია. შესაბამისად, თბილისის მერიის ყველა სამსახური აქტიურად არის ჩართული „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ განხილვაში. შერჩეულია კონსულტანტების ჯგუფი, რომელმაც წარმოადგინა გეგმის პირველადი ვარიანტი. რამდენიმე თვეში თბილისს „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ ექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც დედაქალაქში საცხოვრებლად ბევრად უკეთესი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს“, განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ გახსნა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.