ახალციხეში, ქალაქის ბიუჯეტისა და რეგიონული ფონდის დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, ქეთევან წამებულის, კლდიაშვილის, დანიელაშვილისა და ახვლედიანის ქუჩებზე, ასევე ბარათაშვილისა და ჩოლოყაშვილის ჩიხში გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა და ენერგო-ეფექტური განათებების დამონტაჟება მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემების განახლება-აღდგენა უკვე დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.