გიორგი მარგველაშვილს პოსტიდან გადადგომა ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა გადააფიქრებინა
03-04-2015, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის სურვილის შესახებ ინფორმაციას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ ,,ალიასთან“ ინტერვიუში ადასტურებს. მისი თქმით, მარგველაშვილი არჩევნების შემდეგ პოსტიდან წასვლას მალევე აპირებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას, ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა გადააფიქრებინა.


,,გულგატეხილობას ჰქონდა ადგილი პრეზიდეტის არჩევნებიდან პირვლსავე თვეს. რასაკვირველია, მოულოდნელი იქნებოდა ის განწყობა, რომელიც მის მიმართ გამოიჩინა მისივე დამსახელებელმა აზრთა გამრიგემ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ამ ქვეყანაში კეთილ ადამიანებს რა დალევსო და ერთ-ერთმა ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა მოახერხა, ბატონი პრეზიდენტი ასეთი ემოციური ნაბიჯისგან გადაერწმუნებინა.

 
არ მგონია, გადადგომის მოთხოვნა დაეყენებინათ მის წინაშე, მაგრამ პრეზიდენტის საზრიანობიდან გამომდინარე, ის მის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას მიხვდა და მისი ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თურმე ივანიშვილისთვის უცხო იყო, მარგველაშვილი მზად იყო საპროტესტო ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ გადააფიქრებინეს“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი