საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა, ტუდორელ ტოადორმა მოაწერეს ხელი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რუმინეთის იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამახალისებელი მიდგომების დანერგვას, სისტემის ეფექტიანი მართვის საკითხებსა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება-განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას უზრუნველყოფენ. გათვალისწინებულია ერთობლივი პროექტების შემუშავება-განხორციელება. ასევე, ვიზიტების, საერთო ინტერესის სფეროებზე სამუშაო შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება.
მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში.
„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმებს, რათა დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები. დარწმუნებული ვარ, რომ სასჯელაღსრულების სფეროში საქართველო-რუმინეთს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ემსახურება ორივე მხარის ინტერესებს, ხელი შევუწყოთ სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებათა პირდაპირი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას“, განაცხადა კახა კახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.