რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი ალგეთის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალწვეულებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ მიულოცეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული მსახური უსურვეს.
რეკრუტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. დღესვე, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი მალხაზ გორელიშვილი დაჯილდოვდა. მან მედალი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული ოცწლიანი სამსახურის გამო მიიღო.
უწყების განმარტებით, კურსის გამოშვებით ახალწვეულებმა სამთვიანი მომზადების პირველი ეტაპი დაასრულეს. კურსი განახლებულია და საწყისი საბრძოლო მომზადების იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სადისციპლინო და საყარაულო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ ახალწვეულები ხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალებში იმსახურებენ. საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც ღონისძიების დასრულების შემდეგ ჯარისკაცებთან გასაუბრებისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ. ახალწვეულების პირადი შემადგენლობა ცენტრის კაპელანმა, მამა ალექსანდრემ დალოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.