ლევან მურუსიძე: სანქციებზე არ ვსაუბრობთ, ვითხოვთ რომ დავსხდეთ, მოვიფიქროთ და დავეხმაროთ სასამართლო სისტემას
28-04-2017, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე საბჭოს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებს, აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც ამ კონკრეტულ ინიციატივას მოჰყვა.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბარი არ არის სანქციებზე, რეგულაციების გამკაცრებაზე. საბჭო გეგმავს საჯარო დისკუსიის გახსნას საკითხთან დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, აღარ უნდა გაგრძელდეს სასამართლოს დისკრედიტაცია.

 

 

„გულწრფელად გამაკვირვა იმ აჟიოტაჟმა რაც გუშინ მოვისიმინე. სასამართლო სისტემამ თქვა ასეთი რამ, რომ სასამართლოს სჭირდება დახმარება და ამისთვის მიმართავს მათ შორის სახალხო დამცველს. კონკრეტული მოსამართლის ლანძღვა როდესაც ხდება, ეს მთელ სისტემას აყენებს ზიანს. ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, რომ დავიცვათ სასამართლო სისტემა და მისი იმიჯი თავდასხმებისგან.... როდესაც უყურებ საშინელებათა ფილმს, თუ უყურებს არასრულწოვანი, უნდა გადავრთოთ. თუმცა, შეიძლება ვთქვა, რომ მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება და მინდა ვუყურებ ამ საშინელებათა ფილმს და მინდა - არა. კი ბატონო, გავაგრძელოთ და ვუყუროთ. სასამართლოს მიმართ დაუსრულებელი ლანძღვა-გინება მთლიანად სასამართლო სისტემას აყენებს ზიანს. ჩვენ სანქციებზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვითხოვთ, რომ დავსხდეთ, მოვიფიქროთ და დავეხმაროთ სასამართლო სისტემას, რადგან ზიანდება მთლიანად სასამართლოს იმიჯი. ასეთი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება, მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით თუ ჩვენი წინადადება იქნება მიღებული, დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ხოლო თუ არ იქნება მიღებული, გვეცოდინება მაინც რომ ამ ლანძღვის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა და მოვიფიქროთ სხვა რამე ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად”, განაცხადა მურუსიძემ.

 

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას განცხადებით მიმართა. საბჭო მიიჩნევს, რომ „სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან". მათივე აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე, "უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები". 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი