მარტვილში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, მარტვილის ქუჩების, 9 აპრილის, თელი წოწორიასა და მშვიდობის ქუჩის III შესახვევის ასფალტ- ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ქ. მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ბარამიამ, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა, ჯაბა გეგეჭკორმა და ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსმა, გოჩა ხურცილავამ მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.