დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარის საჯარო სკოლაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალური დაფა გაიხსნა.
„ნიკოლოზ თურმანაული, გიორგი მგელაშვილი და ზვიად ვაჩეიშვილი ის მებრძოლები იყვნენ, რომლებიც აფხაზეთის ომში დაიღუპნენ. სიმბოლურად, მათი მეომრიალური დაფა სწორედ იმ სკოლაში გაიხსნა, სადაც ისინი სწავლობდნენ. სოფ. მაღაროსკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს - წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები“, აღნიშნულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი- ბესიკ ბიჩნიგაური, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი - გოჩა ნაყეური, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონალური დეპარტამენტისა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის-ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.