პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებ განაცხადა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი დაინტერესებულ პირებს ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს.
დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის.
მისი თქმით, „ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს".
„იგი სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისთვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და ჩრდილოვანი მთავრობებით და არა რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა", განმარტა დავით უსუფაშვილმა, რომლის განცხადებითაც, პარტიის ფორმირება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასრულდება.
მისივე განცხადებით, საარჩევნო გუნდის წარდგენა მაისის ბოლოსთვის იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.