შეიარაღებულ ძალებს სატანკო და მექანიზირებული უმცროს ოფიცერთა სპეციალიცაზიის კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა
28-04-2017, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სატანკო და მექანიზირებული უმცროს ოფიცერთა სპეციალიცაზიის კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ინსტრუქტორებს კი მათი სათანადოდ მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ იროდი ქადაგიშვილთან და მანევრის სკოლის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ გოჩა ბერაძესთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. შვიდთვიანი კურსის ფარგლებში, სატანკო უმცროს ოფიცერთა კურსის მსმენელებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების, საინჟინრო მომზადებისა და ქვედანაყოფების მართვის პროცედურები შეისწავლეს და საბრძოლო სროლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. სწავლება თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ფონზე, ტანკი ტ-72-სა და სასწავლო ტრენაჟორზე მიმდინარეობდა. ოცეულის დონეზე ტაქტიკური მომზადების, ასევე საბრძოლო გასროლებით საცეცხლე მომზადების სპეციფიკას დაუფლნენ მექანიზირებულ უმცროს ოფიცერთა კურსის მონაწილეები. მათ რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ პირობებში ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილების უნარები განავითარეს. საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის სატანკო და მექანიზირებულ უმცროს ოფიცერთა კურსები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეს დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი