ასპინძის მუნიციპალიტეტი პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო" ფარგლებში, დასუფთავების საყოველთაო აქციას შეუერთდა.
ასპინძის გამგეობის ცნობით, აქციაში, რომელიც 10:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასპინძის გამგეობის, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აქციის მსვლელობისას მობილიზებული იყო დასუფთავების სამსახურის ტექნიკა, რომელიც შეგროვილი ნარჩენების გატანას ახდენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.