ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ექსპორტის ზრდა იყო.
„ეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ბაზრებზე სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა. მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს ყიდიან. რაც უფრო მეტ საქონელს ყიდიან, უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან. რაც უფრო მეტი მეტი სამუშაო ადგილი იქნება - იქნება მეტი დასაქმებული. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის 5,3 %-იც არ არის ბევრი. სწორედ ამიტომ არის 4-პუნქტიანი გეგმა, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო სწრაფი და კიდევ უფრო მაღალი იყოს", განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.