ადიგენის მუნიციპალიტეტში „დედამიწის დღის" კვირეულის ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა. ადიგენის გამგეობის ცნობით, აქციის ფარგლებში, დაბა ადიგენისა და აბასთუმნის ქუჩები, სოფლების, საავადმყოფოს, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.
გარემოსდაცვით ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის გამგეობის, ააიპ-ების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საავადმყოფოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან აღნიშნავს. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებაში, ყოველ წელს, 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.