საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ასევე არის ამერიკული ღირებულებები, აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკა საქართველოში პოზიტიურ ცვლილებებს „ძალიან აფასებს".
„რა თქმა უნდა, იყო გარკვეული სიძნელეები ამ გზაზე და სწორედ ამიტომაც, ამერიკა ეხმარებოდა საქართველოს, იდგა მის გვერდით და განახორციელა დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის დახმარება და ინვესტიცია საქართველოში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, აღნიშნა ელჩმა.
ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე გამოვიდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.