შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის მოთხოვნაში ამხილეს დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ირგანჩაიში – ალიბაი გასანოვი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალიბაი გასანოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოსდა აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე სოფელში მაცხოვრებელი პირებისგან 48 ტონა სათესლე კარტოფილი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 900 აშშ დოლარი მოსთხოვა. დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი კარტოფილის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. ალიბაი გასანოვმა მას შეატყობინა, რომ 48 ტონა კარტოფილს სოფელ ირგანჩაიში ვერ შეიძენდა, მაგრამ მას შეეძლო ნებისმიერ ტერიტორიაზე შეეძინა სასურველი ოდენობის კარტოფილი, ხოლო თვითონ დაუმზადებდა სათანადო ცნობას. სამართალდამცველებმა ალიბაი გასანოვი ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის რაიონში დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.