თბილისში, ჩუღურეთის რაიონში კოსტა ხეთაგუროვის სკვერის სრული აღდგენა მიმდინარეობს. სკვერში მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გოგა წერეთელთან ერთად დაათვალიერა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერი სრულად კეთილმოეწყობა - დაგეგმილია თანამედროვე განათების სისტემის დამონტაჟება, შადრევანის მოწყობა, დაიგება ქვაფენილი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდება გარე გამოყენების ტრენაჟორები და ასევე, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობა.
სკვერის სრული აღდგენისთვის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.