თიბისი გალერეაში ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
29-04-2017, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თიბისი გალერეაში ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ცნობით, მხატვრის გამოფენა ლადო გუდიაშვილის ფონდისა და თიბისი ბანკის ორგანიზებით ეწყობა.

 


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თიბისი გალერეაში სატირული გრაფიკის ციკლიდან 35 ნახატია წარმოდგენილი, დამთვალიერებელს მათი ნახვა 10 მაისამდე შეეძლება. მხატვრის ნამუშევრების მუდმივი ექსპოზიციის ნახვა შესაძლებელია „ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში“, რომელიც მისივე სახელობის ქუჩაზე მდებარეობს.

 

 

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია გუდიაშვილის გრაფიკული და ფერწერული ტილოები. ექსპოზიცია პერიოდულად იცვლება და ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ლადო გუდიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

 


სატირულ გრაფიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გუდიაშვილის შემოქმედებაში, მეოცე საუკუნის 40-50-იან წლებში მხატვარმა მრავალი ნახატი შექმნა ამ ჟანრში. ტონირებულ ქაღალდზე ტუშით შესრულებული ნამუშევრები მხატვრისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს ემთხვევა, როცა საბჭოთა რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და მძიმე რეპრესიების ხანა იდგა. ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები გამოხატავენ სწორედ მის პროტესტს, ერთდროულად, როგორც სტალინის ეპოქის, ისე ფაშიზმის წინააღმდეგ", აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი