ერდოღანის მორიგი სადამსჯელო ღონისძიებები - საჯარო სამსახურებიდან 4 000 ოფიციალური პირი დაითხოვეს, დაბლოკილია ვიკიპედია
30-04-2017, 02:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის მთავრობამ საჯარო სამსახურებიდან თითქმის 4 000 ადამიანი გაათავისუფლა, რაც გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში მყოფი მორიგი წმენდაა.

 


BBC ოფიციოზზე დაყრდნობით წერს, რომ საჯარო სექტორიდან დათხოვნილებს შორის არიან იუსტიციის სამინისტროს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ამდენივე სამხედრო მოსამსახურე და 100-ზე მეტი საჰაერო ძალების მფრინავი.

 


უფრო ადრე, შაბათს, თურქეთმა დაბლოკა ონლაინ ენციკლოპედია, ვიკიპედია და ამის განმარტება არ მოუცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ბოლო დათხოვნები, ოთხშაბათს, შეერთებულ შტატებში ბაზირებული სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირების ბრალდებით 9 000-ზე მეტი პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და 1 000-ზე მეტის დაპატიმრებას მოჰყვა.

 

 


პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრალს დებს გიულენს გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის წაქეზებაში, რასაც სასულიერო პირი უარყოფს.

 


მთავრობამ მის ოფიციალურ გაზეთში განაცხადა, რომ დათხოვნილთაგან ყველა, ეჭვმიტანილია „ტერორისტულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან კავშირში, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისათვის“.

 


16 აპრილს ერდოღანმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რაც მის ძალაუფლებას ზრდის.

 


ოპონენტები შიშობენ, რომ რეფერენდუმით მიღებულ გაზრდილ უფლებამოსიელებას, რომელმაც დაყო თურქეთი, ერდოღანი ავტორიტარული მმართველობისაკენ მიჰყავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი