საჭადრაკო ტურნირში, რომელიც ქ. ქუთაისში 21-28 აპრილს ჩატარდა, ხონის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი მათე სილაგაძემ (პედაგოგი რაფიელ ჩარგეიშვილი), ხოლო მეორე ადგილი ერეკლე ჯიშკარიანმა (პედაგოგი ვაჟა ვაშაკიძე) დაიკავა. 6 წლამდე გოგონათა შორის მეორე ადგილზე გავიდა ბარბარე ჯიშკარიანი (პედაგოგი რაფიელ ჩარგეიშვილი). სიგელი გადაეცა ტურნირის პატარა ხონელ მონაწილეს ბესო ვაშაკიძესაც (პედაგოგი რეფიელ ჩარგეიშვილი).

„მერაბ მეტრეველის მემორიალი 2017“ -ის ორგანიზატორი ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე იყო. სპორტული ღონისძიების დახურვის ცერემონიალს მაჟორიტარი დეპუტატი ოლეგ მარგველაშვილი ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.