სპარსულენოვანი „ჯემ TV“ -ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, 45 წლის საიდ კარიმიანი სტამბულში, მასლაკის დასახლებაში, მის ქუვეითელ ბიზნესპარტნიორთან ერთად მოკლეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც სავარაუდოდ მკვლელობისას იქნა გამოყენებული, მოგვიანებით დამწვარი იპოვეს. მომხდარს თურქეთის პოლიცია იძიებს.
კარიმიანს წინათ თეირანის სასამართლომ ირანის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებისთვის დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც BBC იუწყება, იგი დაუყოვნებლივ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით შენიღბული იყო, ავტომანქანას, რომელშიც სპარსულენოვანი ტელევიზიის ხელმძღვანელი ქუვეითელ ბიზნესპარტნიორთან ერთად იმყოფებოდა, შაბათს საღამოს ცეცხლი გაუხსნა, მისი ბიზნესპარტნიორი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Gem TV, რომელიც საზღვარგარეთის და დასავლეთის შოუებს სპარსულ ენაზე ახმოვანებს და მაუწყებლობას ირანში ავრცელებს, ოფიციალური თეირანის მიერ იმ პროგრამების ჩვენების გამო იქცა მიუღებლად, რომელიც ისლამური ღირებულებების წინააღმდეგია. ირანმა სატელევიზიო არხს დასავლური კულტურის გავრცელებაში დასდო ბრალი.
ოჯახის წევრებმა BBC-ს უთხრეს, რომ ირანის რეჟიმის მხრიდან კარიმიანზე ბოლო სამი თვის განმავლობაში მუქარა ხორციელდებოდა, რის გამოც იგი სტამბულის დატოვებას და ლონდონში დაბრუნებას აპირებდა.
მიუხედავად ამისა, თურქეთის სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, მკვლელობა შესაძლოა ბიზნესს და ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდებოდეს.
„ჯემ ჯგუფი“ თავდაპირველად ლონდონში დაფუძნდა, მაგრამ მოგვიანებით დუბაიში გაფართოვდა. ჯგუფის ვებგვერდის თანახმად, მას 17 სპარსულენოვანი არხი აქვს, პლუს თითოეული ქურთულ, აზერბაიჯანულ და არაბულ ენებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.