ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნით დაიწყო.

გმირთა მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი გმირობის მაგალითები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მემორიალის გახსნას გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრი გმირი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მასზე დატანილია აფხაზეთში, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ სამხედრო მოსამსახურეების სახელები და გვარები, რომლებიც ამავე ბრიგადაში მსახურობდნენ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.